ახალი ამბები
ანაკლიაში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი ისევ დატბორილია
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში ძლიერი წვიმის შედეგად ისევ დატბორილია რამდენიმე ადგილობრივის სახოვრებელი სახლი. ამის შესახებ რადიო "ათინათს" მერის წარმომადგენელმა გელა ლემონჯავამ უთხრა. მისი ინფორმაციით, ამ სახლებიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოები უახლოეს საათებში დაიწყება.

"სიტუაცია, შედარებით, დასტაბილურდა, თუმცა რჩება პრობლემური ადგილები. მაგალითად, თიქორის უბანში წყალმა ოდნავ დაიკლო, თუმცა არა ისე საკმარისად, რომ გაწმდენითი სამუშაოები დაიწყოს", - გვითხრა რწმუნებულმა.

სტიქიამ ანაკლიაში ათეულობით საცხოვრებელი სახლები და საკარმინდამო ნაკვეთები გუშინ დატბორა.


ამავე თემაზე:

ანაკლიაში სახლები და საკარმიდამო ნაკვეთები დაიტბორა
Print