ახალი ამბები
წალენჯიხის მერია კინოთეატრში ფარდების მოსაწყობად 20 ათასამდე ლარს დახარჯავს
წალენჯიხაში, შენგელაიას სახელობის კინოთეატრში სცენასა და კულისებში ფარდების განსათავსებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 19 000 ლარი დაიხარჯება. შესაბამისი ტენდერი მერიამ უკვე გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, საუბარია სცენაზე 180 კვადრატულ მეტრისა და კულისებში 335 კვადრატული მეტრის ფარდების მოწყობაზე.

როგორც რადიო „ათინათს“ მერიის სატენდერო კომისიის წევრმა დავით სოსელიამ უთხრა, შესყიდვის ღირებულებაში შედის როგორც ფარდების შესყიდვა, ასევე, მისი მონტაჟის სამუშაოები.

„აქ გათვალისწინებულია ელექტრონული სამართავი პულტიც, რომლითაც ფარდის მოძრაობის მართვა იქნება შესაძლებელი. ჩავატარეთ სპეციალური ბაზრის კვლევა, სპეციალისტებმა დაიანგარიშეს და გამოვიდა ის ღირებულება, რაც არის მითითებული. ეს არ არის მხოლოდ კინოთეატრი, აქ გაიმართება კონცერტებიც და სპექტაკლებით“, - თქვა სოსელიამ.

ტენდერში წინადადებების მიღება 25-დან 27 აგვისტოს ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

Print