ახალი ამბები
ალექსანდრე მოწერელია კომბინატში ადგილობრივებს შეხვდა
ალექსანდრე მოწერელია ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში მცხოვრებ ადგილობრივებს შეხვდა და ადგილზე მიმდინარე ინფრასრტუქტურული პროექტები დაათვალიერა. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ფეისბუქ გვერდი ავრცელებს. 

ამავე ცნობით, მოწერელიამ ადგილზე არსებული ვითარება მოსახლეობასთან დეტალურად განიხილა და მათი საჭიროებისა და პრობლემების შესახებ მოისმინა. თავად კი მის მიერ უახლოეს მომავალში დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია პირადად მიაწოდა.



გარდა ამისა, გუბერნატორმა მშენებარე სტადიონიც მოინახულა. მან რუსთაველის ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც და ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა, სადაც პროექტის უშუალო ხელმძღვანელ პირებს შეხვდა და რესტავრაციის საკითხებს დეტალურად გაეცნო.



სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი გუბერნატორი 21 აგვისტოს წარადგინეს.
Print