რეგიონი
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ გამარჯვებული სტარტაპერები გამოავლინა

ანაკლიაში რეგიონული თასი მასპინძლობისა და ტურიზმის ინდუსტრიაში მომუშავე სტარტაპებს შორის გათამაშება

გაიმართა. სპეციალური ჟიურის მიერ გამოვლენილი გამარჯვებულები კი ზუგდიდის ტექნოპარკში დააჯილდოვეს. პირველი და მეორე ადგილი აზერბაიჯანელებმა აიღეს, ხოლო მესამე ადგილზე ქართველი ახალგაზრდა გავიდა. მათ სამახსოვრო პრიზები გადაეცათ. ამასთან, ისინი მიიღებენ მონაწილეობის უფლებას „მსოფლიო თასის“ გათამაშებაში, რომელიც თბილისში გაიმართება.

 


თასის გათამაშება საქართველოს „ინოვაციებისა და ტექნოლოგიების“ სააგენტოსთან პარტნიორობის ფარგლებში, უცხოელ და ქართველ მენტორთა ხელმძღვანელობით ჩატარდა. მასში მონაწილეობას  10 უცხოური და 4 ქართული სტარტაპი ღებულობდა.

ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, რეგიონალური თასის გათამაშებას ესწრებოდნენ,  სამხრეთ კავკასიისა და შუა აზიის ქვეყნების რეგიონალური კოორდინატორები, რომლებიც წარმოადგენდნენ თავიანთი ქვეყნების ინოვაციის სამინისტროს, მაღალი ტექნოლოგიების პარკს, ქვეყნის მოწინავე სტარტაპების ტურნირს, მასპინძლობის ინდუსტრიაში ინოვაციის წამყვან კომპანიასა და ტექნოლოგიების ბიზნეს პარკს. 

ჟიური დაკომპლექტებული იყო ქართველი, ამერიკელი, ესტონელი და დანიელი წევრებისგან, რომლებიც ამავდროულად მენტორის ფუნქციასაც ასრულებდნენ, გუნდებთან პირისპირ გამართულ საკონსულტაციო სესიებში.


 

Print