ახალი ამბები
ზუგდიდში მომდევნო ორი დღის განმავლობაში იწვიმებს
სამეგრელოში მომდევნო ორი დღის განმავლობაში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს და ხვალ იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა კი 27 გრადუსამდე იქნება.

ზუგდიდში 13 სექტემბრიდან გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურაც მოიმატებს. სააგენტოში რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ ჰაერი 35 გრადუსამდე გათბება.

Print