ახალი ამბები
„თანაზიარმა“ სოციალურად დაუცველ ბავშვებს სასკოლო ნივთები გადასცა
არასამთავრობო ორგანიზაცია „თანაზიარმა“ სოციალურად დაუცველ 24 ბავშვს საჩუქრად სასკოლო და საკანცელარიო ნივთები გადასცა. ასოციაციის ხელმძღვანელის ხათუნა ბეჭვაიას თქმით, დღევანდელი ღონისძიების მიზანი მათი ბენეფიციარების ხელშეწყობაა.

„გვინდა, შესაძლებლობა მივცეთ ამ ადამიანებს და გადავცეთ ის ნივთები, რომლებიც მათ აუცილებლად სჭირდებათ. მოვუწოდებ ყველას, ვისაც ხელეწიფება მსგავსი აქტივობების ჩატარება, ხელი შეუწყონ ამ ადამიანებს, რადგან ეს არის მომავალი თაობა და მათთვის კარგი განათლების მისაღებად ყველაფერი უნდა გაკეთდეს“, - თქვა ბეჭვაიამ.

„თანაზიარმა“ ბენეფიციარებს რვეულები, საწერ-კალმები, ჩანთები და სხვა სასწავლო ნივთები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა" ფარგლებში აჩუქა.


Print