ახალი ამბები
ზუგდიდის საავამდყოფოში მოზარდის ინფიცირების ფაქტს უარყოფენ
ზუგდიდის რეფერალურ საავამდყოფოში მცირეწლოვნის C ჰეპატიტით ინფიცირების ფაქტი უარყვეს. ჰოსპიტალში ამბობენ, რომ სამედიცინო პერსონალის მიერ გადაცდომა ნამდვილად დაფიქსირდა, თუმცა, დაინფიცირების ფაქტს არ ადასტურებენ.

"ამის პასუხი იქნება რამდენიმე დღეში, ბავშვს ჩაუტარდა მაღალტექნოლოგიური ვირუსის განმსაზღვრელი კვლევა, რომელიც ერთ ცალ ვირუსცაც კი აღმოაჩენს ორგანიზმში, მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო პერსონალის მიერ გადაცდომას ჰქონდა ადგილი, ამ ბავშვის დაინფიცირების შანსი 0,1%-ია", - აღნიშნავენ "ევექსში".

საავამდყოფოში ასევე ამბობენ, რომ თუ აღნიშნული ფაქტის შედეგად პაციენტს რამე ზიანი მიადგება, კორპორაცია მასზე სრულ მეურვეობასს აიღებს.

მანამდე რადიო "ათინათის" კითხვაზე, როგორ მოხდა მოზარდის დაინფიცირება, სულხან ორჟონიამ განგვიმარტა, რომ მსგავსი ინციდენტი დაფიქსირდა, თუმცა დამატებით დეტალებზე ვერ ისაუბრებდა.

„ნამდვილად დაფიქსირდა მსგავსი ფაქტი. ამჟამად ბავშვის მდგომარეობის კვლევა მიმდინარეობს და მის მეთვალყურეობას კლინიკა იღებს საკუთარ თავზე. რაც შეეხება თანამშრომელს, მე მის ბრალეულობაზე ვერ ვისაუბრობ, მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ უსაფრთხოების წესები არ დაიცვა“, - აღნიშა ორჟონიამ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ექთანმა ინექცია მცირეწლოვანს იმ ნემსით გაუკეთა, რომელიც თავად შეერჭო.


ამავე თემაზე:

ზუგდიდის საავადმყოფოში მცირეწლოვანი C ჰეპატიტით დაინფიცირდა
Print