ახალი ამბები
ზუგდიდის მერის მოვალეობას ხვალიდან მაიზერ ნანავა შეასრულებს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობას მერის მეორე მოადგილე მაიზერ ნანავა შეასრულებს. ინფორმაცია რადიო "ათინათს" მერიის პრესსამსახურში დაუდასტურეს. გადადგომის შესახებ ლაშა გოგიას განცხადება მერიაში დღეს დარეგისტრირდა.

"რეგისტრაციის მეორე დღიდან უწყდება მერს უფლებამოსილება. შესაბამისად ხვალიდან შეუდგება მაიზერი მოვალეობის შესრულებას", - აღნიშნეს პრესსამსახურში.

ზუგდიდის მერის არჩევნები კი 2019 წლის მაისში გაიმართება. 

ამავე თემაზე:

ზუგდიდის ყოფილი მერის განცხადება სრულად (ვიდეო)
Print