რეგიონი
ზუგდიდში პარკირების საფასური განისაზღვრა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების საფასური განსაზღვრა. პარკირების მოწესრიგების საკითხთან დაკავშირებით დღეს საკრებულოში შექმნილმა დროებითმა სამუშაო ჯგუფმა იმსჯელა და დადგენილების პროექტი შეიმუშავა.

ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ავრცელებს. ამავე ცნობით, პროექტის მიხედვით პარკირები საფასური 1 კვირა - 3 ლარი, 1 თვე - 10 ლარი, 3 თვე - 15 ლარი, 6 თვე - 25 ლარი, 1 წელი - 40 ლარი იქნება.

შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო გადახდის სისტემების სრულყოფას და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას.

ამავე თემაზე:

პარკირების საკითხთან დაკავშირებით დროებითი კომისია შეიკრიბა



Print