ახალი ამბები
"ანაკლიის განვითარების კონსორციუმი":სამეგრელოში საცხენოსნო დოღი საერთაშორისო მასშტაბის იქნება
29 სექტემბერს, ინგირში „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ინიციატივით საცხენოსნო შეჯიბრი გაიმართება, რომლის საპრიზო ფონდი 25 ათასი ლარია. ინფორმაციას "ანაკლიის პორტი" ავრცელებს. მათივე ცნობით, სამეგრელოში საცხენოსნო დოღი ანაკლიის თასზე ყოველწლიური გახდება და საერთაშორისო მასშტაბს მიიღებს.

"პირველ ეტაპზე დოღში მონაწილეობას ქართული ჯიშის ცხენები, მეორე ეტაპზე - ინგლისური ჯიშის ორწლიანი , ხოლო მესამე ეტაპზე ინგლისური ჯიშის სამწლიანი ცხენები მიიღებენ. დოღის ასპარეზობებს შორის ცხენოსნები ერთმანეთს ცხენბურთში შეეჯიბრებიან, რაც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეტანილი ქართული ტრადიციული თამაშის გახსენებასა და აღდგენას შეუწყობს ხელს", - აღნიშნულია "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დოღი 29 სექტემბერს, 14:00 საათზე, სოფელ ინგირის ყოფილი აეროპორტის ტერიტორიაზე გაიმართება. 

ამავე თემაზე:

ზუგდიდში მასშტაბური საცხენოსნო შეჯიბრისთვის ემზადებიან (ვიდეო)
Print