რეგიონი
შესაძლო ქრთამის აღების საქმესთან დაკავშირებით ნუკრი ესართია გამოიკითხა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ზუგდიდის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოადგილე ნუკრი ესართია გამოიკითხა. ამის შესახებ ინფორმაცია, რადი „ათინათს“ სუს-ში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, მერიის თანამშრომელი შესაძლო ქრთამის აღების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა.

ზუგდიდის ყოფილი მერის ლაშა გოგიას მიერ შესაძლო ქრთამის აღების საქმეზე გამოძიება 338-ე მუხლით დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში უკვე დაიკითხნენ ყოფილი ვიცე-მერი გია გულორდავა, სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი ლევან შონია, მისი მოადგილე დავით კოდუა, მერიის ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების მართვის სამსახურის უფროსი თენგიზ ქობალია, ბიზნესმენი ზურაბ კვირკვია და თავად ლაშა გოგია.

სუს-ში ასევე იმყოფებოდა კახა მიქაიაც, რომელმაც თქვა, რომ უწყებას ფარული ჩანაწერის სრული ვერსია გადასცა.

„რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული ფარული ჩანაწერის მიხედვით, ლაშა გოგია ბიზნესმენ ზურაბ კვირკვიასთან კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში შესაძლო კორუფციული გარიგების საქმეზე დაკავებული ზაზა ხასაია გირაოთი გაათავისუფლეს
Print