ახალი ამბები
ვიცხოვროთ ძალადობის გარეშე - პროექტის დასკვნითი შეხვედრა (ვიდეო)
ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტმა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის- „ვიცხოვროთ ძალადობის გარეშე“ შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე პროექტის განხორციელების პროცესში მიღებული შედეგი და სამომავლო ხედვა განიხილეს. პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა აქტივობა განხორციელდა.

სამოქმედო არეალში მცხოვრები მოსახლეობის ბავშვთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე ცნობიერების დონის ამაღლებისთვის გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები განმუხურში, რუხსი, ახალაბასთუმანსა და შამგონაში, ასევე, ჩატარდა 4 ტრენინგი, რადიო “ათინათის“ ეთერში გავიდა 3 გადაცემა.

„სამართლებრივი დაცვის ინსიტიტუტის“ იურისტის რუსუდან პაჭკორიას ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხებზე მოსახლოების ცნობიერებისა და ინფორმაციულობის დონე დაბალია.

„ვიმუშავეთ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზვრისპირა სოფლებში და ინფორმირებულობის დონე საკმაოდ დაბალის. პედაგოგების, უბნის ინსპექტორების, ექიმების ცნობიერება ვერ ცვლის საერთო სურათს, ამიტომაც ბევრი უნდა ვიმუშავოთ, რომ ცნობიერების დონე ამაღლდეს ისეთ ელემენტრაულ საკითხბეში თუნდაც, ვის მიმართონ თუ ბავშვი ხდება ძალადობის მსხვერპლი...მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხბზე მომუშავე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ერთ სივრცეში შევკრიბეთ, რათა ყველამ ერთგავროვნად შეაფასოს პრობლემა“, - აღნიშნა პაჭკორიამ.

შეხვედრაზე იმყოფებოდა არასამთავრობო ორგანიზაცია „თანაზიარის“ ხელმძღვანელი ხათუნა ბეჭვაია. ასოციაცია წელიწადზე მეტია, „ბავშვთა და ახალგაზრდების ადვოკატირების“ პროექტს ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს. ბეჭვაიამ განმარტა, სამარტლებრივი დაცვის ინსტიტუტი მათ დაეხმარა, რომ ბენეფიციარებს უფასო იურიდიული კონსულტაციები და სამართლებრივი დახმარება გაწეოდათ.

ამავე პროექტის ფარგლებში, უფასო იურიდიული კონსულტაციები და იურიდიული დახმარება გაეწია საჭიროების მქონე სხვა პირებსაც.

შეხვედრას უბნის ინსპექტორები, პედაგოგები და სხვა ჩართული პირებიც დაესწრნენ. მათი თქმით, აუცილებელია, რომ მსგავსი აქტივობები ხშირად განხორციელდეს. ცნობიერების ასამაღლებლად და პრობლემების გადასაჭრელად კი ერთობლივი მუშაობაა საჭირო.

პროექტი მიზნად ისახავდა ოჯახში ძალადობისა და ბავშვებზე/ ახალგაზრდებზე ძალადობის პრევენციის ხელშეწყობას. ის განხორციელდა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“ მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი პარტნიორ ორგანიზაციებთან „სთეფ ფორვარდთან“ და „თანაზიართან“ თანამშრომლობით; ასოცირებული პარტნიორები არიან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ChildHelplineInternational.


Print