ახალი ამბები
ზუგდიდში დავით ბაქრაძე ამომრჩევლებს ხვდება
ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში, კულტურის ცენტრ „ოდიშში“ „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე მხარდამჭერებს ამ წუთებში ხვდება.  რადიო „ათინათი“ შეხვედრის გასაშუქებლად მისული იყო, თუმცა, პარტიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ დარბაზში გადაღებას ვერ შევძლებდით. მიზეზად კი ის დაგვისახელეს, რომ ერთ-ერთი ტელევიზიით პირდაპირი ეთერი ჰქონდათ და კადრებს, სურვილის შემთხვევაში, მოგვიანებით თავად მოგვაწვდიდნენ.

პრესსამსახურმა ასევე გვითხრა, რომ მას არცერთი მედია არ დაუუწყებია და დავით ბაქრაძე კომენტარის გაკეთებას არ აპირებდა. საუბრის ბოლოს მან ჟურნალისტს უთხრა, „კარგი, მოდი გადაგაღებინებ“, თუმცა ამის შემდეგ ჩვენ შეხვედრის გაშუქება აღარ მოვისურვეთ.
Print