რეგიონი
რუსეთი აფხაზეთში დისლოცირებული სამხედრო ნაწილების მზადყოფნას ამოწმებს
სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებაში 2 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და 500 ერთეული ტექნიკაა ჩართული, წერს „ნაშა აბხაზია“. გეგმიური შემოწმება აფხაზეთის რუსული ბაზების მთელს პირად შემადგენლობას ეხება და ის კვირის ბოლომდე გაგრძელდება. სწავლებები წებელდის და ნაღვალოუს პოლიგონებზე დაიწყო.


Print