ახალი ამბები
ზუგდიდის ბაზარი დაკეტილია
ზუგდიდის ცენტრალური ბაზარი, შპს „სუპერმარკეტი“ დღეს არ მუშაობს. ბაზრის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ერთი დღით ბაზრის დაკეტვის მიზეზი სანიტარული სამუშაოებია. „დიდი ხანია, გვინდა, რომ მოწესრიგდეს ელექტროგაყვანილობა და სანიაღვრე სისტემა. მოვაჭრეებიც შეწუხებულები არიან და მათი სურვილიც იყო, რომ დღეს დაესვენათ. არჩევნებს ეს ფაქტი არანაირად არ უკავშირდება“, - გვითხრა ბაზრის დირექტორის მოადგილემ მანანა ბარძემაშვილმა.

ზუგდიდის ბაზარში მუშაობა ხვალ განახლდება.
Print