არჩევნები
კოკის საარჩევნო უბანთან პოლიციელები არიან მობილიზებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში, #97 საარჩევნო უბანთან "გაერთიანებული ოპოზიციისა" და მმართველი პარტიის მხარდამჭერები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. კონფლიქტი "ქართული ოცნების" მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის სააგიტაციო პლაკატებს მოჰყვა. გარდა ამისა, ოპოზიციის მტკიცებით, მათ მხარდამჭერებს საარჩევნო უბანთან არ უშვებდნენ, რასაც ზურაბიშვილის მხარდამჭერები კატეგორიულად უარჰყოფენ.


alt

"დილიდანვე ჩვენს უბანში მშვიდობიანად, თავისუფლად მიმდინარეობდა არჩევნები. აგერ არის ჩვენი მოსახლეობა მომსწრე, თუ რა სტაბილურ ვითარებაში მიმდინარეობდა ყველაფერი. ესენი მოვიდნენ, მოვარდნენ, ასე რომ ვთქვათ და დაიწყეს ცრუ ინფორმაციის გავრცელება - თითქოს ჩვენ არ ვუშვებთ მათ ამომრჩევლებს უბანზე", - თქვა სოფლის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირუზა კაკავამ.

alt

ადგილზე სამართალდამცავების გამოძახება გახდა საჭირო. პოლიციელები სოფელში ამ დრომდე რჩებიან.

"გაერთიანებული ოპოზიციის" წარმომადგენლები საარჩევნო უბნის შესასვლელებთან გაკრულ პლაკატებს ხევენ. მათი მტკიცებით, ეს კანონდარღვევა და პროვოკაციული ქმედებაა.
Print