არჩევნები
გაურკვეველი სტატუსის ადამიანები საჯვაროს უბანთან და „გაშლილი სუფრა აგიტატორებისთვის“ (ვიდეო)
ზუგდიდში, საჯვაროს #20 საარჩევნო უბანზე მისულ რადიო „ათინათის“ ჟურნალისტებს ერთ-ერთმა დამკვირვებელმა თინათინ კაკაჩიამ ("სამოქალაქო ალიანსი განვითარებისთვის") პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა. მან ჟურნალისტებზე ცესკოს მიერ გაცემულ დოკუმენტში ეჭვი შეიტანა და პროვოკაციის მოწყობაში დაგვადანაშაულა.

alt

კაკაჩიას გაღიზიანება გამოიწვიია ჩვენმა კითხვამ გამოიწვია, თუ რატომ შეჰყავდათ ადამიანები საარჩევნო უბნის პირდაპირ მდებარე საცხოვრებელ სახლში.

„თქვენ ხართ უსაქმურები, რომლებიც დეზინფორმაციებს ავრცელებთ. სუფრაა გაშლილი ახლაც ჩვენი აგიტატორებისთვის, მუშაკებისთვის, რომლებიც დილიდან მუშაობენ. შებრძანდით თქვენც, გეპატიჟებით ჩაიზე, ყავაზე... თქვენ გინდათ, რომ რაღაც იყოს მაგრამ არ გაგივათ... დღის ბოლოს კიდევ ერთხელ „ჩავარტყამთ“ ნაციონალებს და დავასამარებთ“, - თქვა კაკაჩიამ.



alt

გარდა ამისა, საარჩევნო უბანთან ავტომობილის მძღოლი, რომელსაც გადასატანი ყუთი და კომისიის წევრები გადაჰყავდა, მიგვითითებდა, თუ რამდენი ხანს უნდა დავრჩენილიყავით საარჩევნო უბანთან, სად ჩაგვეწერა ინტერვიუ და ასევე, გვიშლიდა რესპონდენტებისგან ინტერვიუს აღებას.

ჩვენს კითხვაზე, რატომ ერეოდა ჩვენს საქმიანობაში მაშინ, როცა მას ცესკოს მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტებიც არ გააჩნდა, გვიპასუხა, რომ ამომრჩეველია და რესპონდენტს არ ჩაგვაწერინებდა, რადგან „ტყუილებს იძახდა“. ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი, რომელიც გადაღებას გვიშლიდა საარჩევნო უბნის თავმჯდომარის დაა.




Print