ახალი ამბები
ძლიერი ქარის გამო ზუგდიდის სოფლების უმეტესობას ელექტროენერგია არ მიეწოდება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების უმეტესობაში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ მერიაში უთხრეს. "ენერგო-პრო ჯორჯიაში" კი აცხადებენ, რომ ზუგდიდის სოფლებში დენი ავარიულად გამოირთო და შესაბამისი ჯგუფები მის აღდგენაზე უკვე მუშაობენ.

გარდა ამისა, ქალაქის ტერიტორიაზე, კონკრეტულად კი კომბინატის დასახლებასა, ფაიფურისა და რუსთაველის ქუჩაზე ქარმა რამდენიმე ხე მოგლიჯა. მერიის ინფორმაციით, ადგილზე მერიის თანამშრომლები უკვე გავიდნენ.
Print