ახალი ამბები
საოლქოს შემდეგ საია-ს საჩივარი არც ზუგდიდის სასამართლომ დააკმაყოფილა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საჩივარი მეასე საარჩევნო უბნის თავმჯდომარისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ. საუბარია აღნიშნულ უბანზე გადასატან ყუთთან დაკავშირებულ პროცედურაზე, რომელიც, საია-ს მკტიცებით დაირღვა, რადგან უბნიდან ყუთი ორჯერ გაიტანეს.

„ყუთი გაიტანეს 10 საათზე და უბანზე დააბრუნეს 15:00 საათზე ისე, რომ არ იყო დალუქული და არც დრო დაფიქსირებულა“, - თქვა ორგანიზაციის ზუგდიდის ოფისის თავმჯდომარემ ჯემალ ჭკადუამ.

სასამართლოს განმარტებით კი, აღნიშნული დარღვევა არ არის, რადგან გადასატანი ყუთის სიაში იყო ამომრჩეველი, რომელიც საავადმყოფოში იმყოფებოდა და სწორედ მისთვის გახდა ყუთის თავიდან გატანა საჭირო.

საია გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, თუმცა, ჭკადუამ გვითხრა, რომ დავის გაგრძელებას სააპელაციო სასამართლოში არ აპირებს.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის საოლქო კომისიამ საიას 5 საჩივარი დააკმაყოფილა
Print