არჩევნები
"ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბს ზუგდიდში ალექსანდრე მოწერელია უხელმძღვანელებს
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია ზუგდიდში "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბს უხელმძღვანელებს. გუბერნატორის პრესსამსახურის ინფორმაციით, ააღნიშნული გადაწყვეტილება დღეს მიიღეს, პარტიის ადგილობრივ ოფისში კი ქალაქის მაჟორიტარმა მერაბ ქვარაიამ მოწერელია შტაბის ხელმძღვანელად ოფიციალურად წარადგინა.

მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბში კი მოწერელიას მოადგილეები ლაშა გვასალია და დავით დავითულიანი იქნებიან.
Print