რეგიონი
ზუგდიდში წუხელ დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზეა. ამის შესახებ რადიო "ათინათს" რეფერალური ჰოსპიტალის კლინიკურმა მენეჯერმა სულხან ორჟონიამ უთხრა. მისივე ინფორმაციით, პაციენტს ჭრილობა გულ-მკერდის მარცხენა ნახევარში აქვს მიყენებული.

„პაციენტს წუხელ ჩაუტარდა ოპერაცია. მას ჭრილობა სავარაუდოდ ბასრი საგნით აქვს მიყენებული. ამჟამად იმყოფება კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე. მდგომარეობა ჯერჯერობით მძიმეა“, - თქვა ორჟონიამ.

შს სამინისტრომ გამოძიება 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Print