რეგიონი
ზუგდიდში მაშველებმა ჭიდან კნუტი ამოიყვანეს (ვიდეო)
ზუგდიდში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე - მაშველებმა კნუტი გადაარჩინეს. ის ჭაში იყო ჩავარდნილი და ამოსვლას ვერ ახერხებდა. მაშველებმა კნუტი უვნებლად ამოიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გაავრცელა.

Print