რეგიონი
ზუგდიდში შს მინისტრს გუკა ბაძაღუას საქმით დაინტერესება სთხოვეს
შინაგან საქმეთა მინისტრს  გიორგი გახარიას ზუგდიდელმა სამოქალაქო აქტივისტებმა როსტომ ზარანდიამ და ცაბუნია ვართაგავამ ბრალდებულის გუკა ბაძაღუას საქმით დაინტერესება სთხოვეს. ზარანდიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მათ კონკრეტული თხოვნა არ ჰქონიათ და მას, როგორც ვიცე-პრემიერს, აღნიშნული საქმის სამართლიანად გაგრძელებისთვის უწყებებზე მონიტორინგი სთხოვეს.

“ჩვენ მას შევხვდით, როგორც ვიცე-პრემიერს. დაგვპირდა, რომ უყურადღებოდ არ დატოვებს ჩვენს ნათქვამს და დარწმუნებულები ვართ, რომ ასეც იქნება. გულწრფელი იყო”, - აღნიშნა ზარანდიამ.

ცაბუნია ვართაგავას თქმით, გახარიამ მათი საკონტაქტო ნომრები ჩაიწერა. აქტივისტები იმედოვნებენ, რომ მინისტრი მათ თხოვნას გაითვალისწინებს.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში გუკა ბაძაღუას მხარდასაჭერად საპროტესტო აქცია გაიმართება
Print