რეგიონი
ხეთაში ხანძრის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში საცხოვრებელი სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად სახლში მყოფი ხუთი ადამიანი დაშავდა, რომელთაგან ორი არასრულწლოვანია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სავარაუდოდ გაზი აალდა. " სავარაუდოდ, სახლში არ იმყოფებოდა არავინ, როდესაც დაბრუნდნენ და აანთეს შუქი, მოხდა აფეთქება. წინასწარი მონაცემებით დამწვრია 150 კვადარატი. ცეცხლი ლოკალიზებულია", - აცხადებენ უწყებაში. დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან მოთავსებული. მედიკოსების ინფორმაციით, ისინი გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში არიან მოთავსებული. მათი ჯანმრთელობის შესახებ სხვა დეტალებზე ჯერ ვერ საუბრობენ.

შს სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება 188-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს

Print
თეგები: ხობი / ხეთა / ხანძარი /