ახალი ამბები
ლაშა გვასალია: ნაციონალები ცილისწამებით სიტუაციის არევას ცდილობენ (ვიდეო)
სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის მოადგილე ზუგდიდში ლაშა გვასალია გაერთიანებული ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს. მისი შეფასებით, ბაჩუკი ქარდავას მიერ ჟურნალისტებისთვის მოწოდებული ფაქტები ტყუილი და ცილისწამებაა. საუბარია ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვაზე.

„არიან აგონიაში, რადგან იციან, რომ მარცხდებიან. მათ ჩაატარეს შიდაგამოკითხა და ნახეს, რომ ჩვენმა მაჩვენებელმა 15 %-ით აიწია. ამიტომაც ცდილობენ, რომ სიტუაცია არიონ და კონფრონტაციამდე მიიყვანონ, მაგრამ არ გამოუვათ. არჩევნები ჩაივლის მშვიდ ვითარებაში. რაც შეეხება ამ ფაქტებს, მამუკა გადელიას შორიდან ვიცნობ მხოლოდ. ან სოციალური დახმარების მოხსნა ვის შეუძლია. ეს არის გამორიცხული“, - აღნიშნა გვასალიამ.



რაც შეეხება ოპოზიციის ბრალდებას, რომ შტაბის მუშაობას ზუგდიდში შს მინისტრი კურირებს, გვასალიამ თქვა, რომ ისინი დავალებებს არა გახარიასგან, არამედ პარტიისგან იღებენ.

გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბში ზუგდიდის სოფლებში ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებზე საუბრობენ და პროკურატურისგან გამოძიების დაწყებას ითხოვენ.მან ჟურნალისტებს ზურაბიშვილის შტაბის წინ გადაღებული კადრები აჩვენა, რომელშიც მამუკა გაბელია და პოლიციის პიკაპებზე დალაგებული შეშა ჩანს.

ამავე თემაზე:

გაერთიანებული ოპოზიცია ზუგდიდში ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვაზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
Print