ახალი ამბები
ზუგდიდში 6 წლის წინ დაწყებული სახანძროს მშენებლობა 2019 წელს დასრულდება
ზუგდიდს ახალი სახანძრო-სამაშველო შენობის მშენებლობა 2019 წლის ივლისში დასრულდება. საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ გამოცხადებულტენდერში შპს „იმერეთმა“ გაიმარჯვა, რომელთანაც უწყებამ ხელშეკრულება 31 ოქტომბერს დადო.
 
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მშენებლობა სწორედ ამ თარიღიდან 9 თვეში უნდა დასრულდეს.

alt


კომპანიამ შენობის სრული რეაბილიტაცია, გათბობა, ელექტროობა, ეზოს მოწყობა, წყალმომარაგება, შემოღობვა და სხვა სახის სამუშაოების ჩატარება უნდა უზრუნველყოს.

სააგენტოს ინფორმაციით, თანამედროვე სტანდარტების შენობა მრავალფუნქციური იქნება და რეგიონულ სასწავლო ცენტრის ფუნქციასაც შეასრულებს. შენობას, ასევე,
შესაძლებლობა ექნება მიიღოს სამაშველო ვერტმფრენი.

პროექტის ღირებულება 3 მილიონი ლარია.

საგანგებო სიტუაციების მართვის და სახანძრო სამაშველო სამსახურის თვის შენობის მშენებლობა 2012 წელს დაიწყო, თუმცა, მისი დასრულება ამ დრომდე ვერ მოხეხრდა.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში სახანძრო-სამაშველო შენობის მშენებლობის სამუშაოები, შესაძლოა, კომპანია „იმერეთმა“ განახორციელოს

Print