ახალი ამბები
ხმაურიანი დაპირისპირება გაერთიანებული ოპოზიციის ოფისთან და ურთიერთბრალდებები (ვიდეო)
გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის ოფისთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა მიმდებარე ტერიტორია დატოვეს. ისინი გუშინ ოპოზიციურ პარტიასთან მომხდარ ინციდენტს აპროტესტებდნენ, თუმცა აქცია დაპირისპირებაში გადაიზარდა. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ნიკა მაქაცარიას ინფორმაციით, ისინი მშვიდობიან პროტესტს აპირებდნენ, თუმცა მისივე თქმით, ენმ-მ მათ პროვოკაცია მოუწყო.

"მათი მხარდამჭერების ასე მობილიზება და დახვედრა ჩვენთვის რა საჭირო იყო, ეს არის პროვოკაცია მშვიდობიანი აქციის წინააღმდეგ. მე გუშინ ჩემს მეგობრებს, მედია-ორგანიზაცია "მეველეს" ჟურნალისტებს ვეხმარებოდი, საჭესთან ვიჯექი, როცა ეს ინციდენტი მოხდა", - თქვა ზუგდიდის ააიპ-ის თანამშრომელმა ნიკა მაქაცარიამ.



თავის მხრივ, გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის შტაბში აცხადებენ, რომ აქციაზე არა ჩვეულებრივი მოქალაქეები, არამედ მერიაში დასაქმებული ააიპ-ების თანამშრომლები გამოიყვანეს.

alt

"ესენი ასრულებენ პირადად შს მინისტრის დავალებას და სირცხვილია, რომ მერიის თანამშრომლებს იყენებენ ასეთი რამეებისთვის და იყენებენ ზონდერებად", - აღნიშნა წითლიძემ.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის ქმედებას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის დაბრუნებას არ დაუშვებენ. მათ ხელში ეჭირათ ტრანსპარანტები წარწერებით: "არა ნაცებს", "რატომ გსურთ ქვეყანაში დესტაბილიზაცია" და სხვა.

alt

აქციის მონაწილეებმა მსვლელობა ზუგდიდის ცენტრალური ბულვარიდან დაიწყეს.


ამავე თემაზე:

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის შტაბთან ხმაური და დაპირისპირებაა (ვიდეო)
Print