ახალი ამბები
დავით სერგეენკომ ზუგდიდში ექიმებს მადლობის სიგელები გადასცა (ვიდეო)
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში იმყოფება. მინისტრმა შეხვედრები გამართა, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან და ასევე გაეცნო რეგიონის სხვადასხვა კლინიკაში მიმდინარე სამედიცინო გასინჯვების აქციის მიმდინარეობას, რომელიც პერმანენტულად ტარდება.
alt
დღესვე სერგეენკო ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში იმყოფებოდა, სადაც გაფართოებული შეხვედრა გამართა სამეგრელო-ზემო სვანეთის ექიმებთან და მათ კითხვებს უპასუხა.
alt
ჯანდაცვის მინისტრმა რეგიონის ღვაწლმოსილი ექიმები დააჯილდოვა. სულ სერგეენკომ მადლობის სიგელები 13 მედიკოსს გადასცა.




Print