რეგიონი
"გამოუშვით გუკა" - ზუგდიდში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ზუგდიდის სასამართლოს შენობის წინ ბრალდებულის გუკა ბაძაღუას მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. ამ წუთებში აქციის ორგანიზატორები შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ. ისინი გუკას უდანაშაულობაში დარწმუნებულები არიან და მისი წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვენ.

alt

ადგილზე იმყოფებიან ბრალდებულის ოჯახის წევრები, მეგობრები და მოქალაქეები.

alt

გუკა ბაძაღუას თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა ოქტომბერში შეუფარდა. მას ბრალად მძიმე კატეგორიის დანაშაულის დაფარვა ედება.


ამავე თემაზე: 

ზუგდიდში შს მინისტრს გუკა ბაძაღუას საქმით დაინტერესება სთხოვეს

ზუგდიდში გუკა ბაძაღუას მხარდასაჭერად საპროტესტო აქცია გაიმართება
Print