ახალი ამბები
ზუგდიდში მეორე ტურისთვის ამომრჩევლების რაოდენობა გაიზარდა
ზუგდიდის #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის ინფორმაციით, ამომრჩევლების რაოდენობა მეორე ტურისთვის გაზრდილია. მისივე ცნობით, მეორე ტურისთვის 120 616 ამომრჩეველი დარეგისტრირდა, რაც წინა ტურთან შედარებით 228-ით მეტია.

„გაიარეს რეგისტრაცია თავიდან, ასევე, ზოგიერთი მოქალაქე სრულწლოვანი გახდა და ამ გარემოებამ განაპირობა რიცხვის გაზრდა“, - უთხრა რადიო „ათინათს“ მესხმა.

მისივე თქმით, ყველა უბანი ხვალ კენჭისყრის ჩასატარებლად მზადაა.

ხვალ, 28 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

Print