არჩევნები
„დამკვირვებელი“ ჟურნალისტებს: ჩვენ ხალხი უნდა გამოვიყვანოთ, თქვენთან კი არ უნდა ვიდგეთ (ვიდეო)
მეოცე უბანზე, საიდანაც ცოტა ხნის წინ დამკვირვებელი ანა შონია გააძევეს, ჟურნალისტებთან ადგილზე დამკვირვებლის სტატუსით მყოფი თინათინ კაკაჩია მივიდა და მათ მითითებები მისცა. მან მედიის წარმომადგენლებს უთხრა, რომ მათზე დროს ვერ დახარჯავს, რადგან ამომრჩევლები ჰყავს გამოსაყვანი.

„მწყობრიდან გამოგვიყვანთ, რეებს გვეუბნებით და წამოცდენებზე ხართ ეს ჟურნალისტები? შენი ჭირიმე, ნერვები გვაქვს ჩვენც... ხალხი უნდა გამოვიყვანიოთ, თქვენთან კი არ უნდა ვიდგეთ აქ“, - თქვა კაკაჩიამ.



თინათინ კაკაჩია მეოცე უბანზე პირველ ტურში ორგანიზაცია "სამოქალაქო ალიანსი განვითარებისთვის" წარმოადგენდა. მაშინ მან რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ ზონის უფროსი იყო და მალე ნახავდა ხალხი, როგორ დაამარცხებდნენ ისინი "ნაციონალებს".

ამავე თემაზე:

გაურკვეველი სტატუსის ადამიანები საჯვაროს უბანთან და „გაშლილი სუფრა აგიტატორებისთვის“ (ვიდეო)
Print