გაურკვეველი სტატუსის ადამიანები საჯვაროს უბანთან და „გაშლილი სუფრა აგიტატორებისთვის“ (ვიდეო)
17:57 / 28.10.2018
ზუგდიდში, საჯვაროს #20 საარჩევნო უბანზე მისულ რადიო „ათინათის“ ჟურნალისტებს ერთ-ერთმა დამკვირვებელმა თინათინ კაკაჩიამ ("სამოქალაქო ალიანსი
განვითარებისთვის") პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა. მან ჟურნალისტებზე ცესკოს მიერ გაცემულ დოკუმენტში ეჭვი შეიტანა და პროვოკაციის მოწყობაში დაგვადანაშაულა.
კაკაჩიას გაღიზიანება გამოიწვიია ჩვენმა კითხვამ გამოიწვია, თუ რატომ შეჰყავდათ ადამიანები საარჩევნო უბნის პირდაპირ მდებარე საცხოვრებელ სახლში.
„თქვენ ხართ უსაქმურები, რომლებიც დეზინფორმაციებს ავრცელებთ. სუფრაა გაშლილი ახლაც ჩვენი აგიტატორებისთვის, მუშაკებისთვის, რომლებიც დილიდან მუშაობენ. შებრძანდით თქვენც, გეპატიჟებით ჩაიზე, ყავაზე... თქვენ გინდათ, რომ რაღაც იყოს მაგრამ არ გაგივათ... დღის ბოლოს კიდევ ერთხელ „ჩავარტყამთ“ ნაციონალებს და დავასამარებთ“, - თქვა კაკაჩიამ.
გარდა ამისა, საარჩევნო უბანთან ავტომობილის მძღოლი, რომელსაც გადასატანი ყუთი და კომისიის წევრები გადაჰყავდა, მიგვითითებდა, თუ რამდენი ხანს უნდა დავრჩენილიყავით საარჩევნო უბანთან, სად ჩაგვეწერა ინტერვიუ და ასევე, გვიშლიდა რესპონდენტებისგან ინტერვიუს აღებას.
ჩვენს კითხვაზე, რატომ ერეოდა ჩვენს საქმიანობაში მაშინ, როცა მას ცესკოს მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტებიც არ გააჩნდა, გვიპასუხა, რომ ამომრჩეველია და რესპონდენტს არ ჩაგვაწერინებდა, რადგან „ტყუილებს იძახდა“. ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი, რომელიც გადაღებას გვიშლიდა საარჩევნო უბნის თავმჯდომარის დაა.
დღეს, როცა დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, სამზარეულოშიც ისეთ ტექნიკას ვეძებთ, რომელიც ცხოვრებას გაგვიმარტივებს. სწორედ ამიტომ გახდა აეროგრილი ყოველდღიური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოწყობილობა.
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
დღეს, როცა დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, სამზარეულოშიც ისეთ ტექნიკას ვეძებთ, რომელიც ცხოვრებას გაგვიმარტივებს. სწორედ ამიტომ გახდა აეროგრილი ყოველდღიური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოწყობილობა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები