რეგიონი
ზუგდიდში იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
სამართალდამცავებმა ზუგდიდში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და გადაზიდვის ბრალდებით, 1974 წელს დაბადებული ჩ.ო. დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ამავე ცნობით, პოლიციამ ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას 2 ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და ვაზნები ამოიღო.

უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე- 5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Print