ახალი ამბები
ზუგდიდში "ჭკვიანი" კამერები კიდევ ორ ადგილას ამოქმედდა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დამატებით სიჩქარის მზომი სექციური რადარები აამოქმედა. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

ახალი სექციური რადარების ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შემდეგ ადგილებში განთავსდა:

თბილისის-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 320-ე კმ-დან (ზუგდიდი, სოფ. ცაიში) - თბილისის-სენაკი-ლესელიძის 325-ე კმ-მდე (ზუგდიდი სოფ. ჭითაწყარი) - ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ.

თბილისის-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 325-ე კმ-დან (ზუგდიდი, სოფ. ჭითაწყარი) - თბილისის-სენაკი-ლესელიძის 320-ე კმ-მდე (ზუგდიდი, სოფ. ცაიში)- ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ.

უწყების ცნობით, „ჭკვიანი“ ვიდეოკამერების და სიჩქარის მზომი სექციური რადარების მთელი ქვეყნის მასშტაბით დამონტაჟება გრძელდება.

ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით ჯამში 88 კამერა ფუნქციონირებს. 



Print