ახალი ამბები
ფოთის მერია ვაკანსიებს აცხადებს
ქალაქ ფოთის მერიამ ორ თანამდებობაზე ვაკანსია გამოაცხადა. ამ ეტაპზე ვაკატურია ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა და ტრანსპორტის სამსახურის საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო და მშენებლობის განყოფილების მეორე და მესამე კატეგორიების უფროსი სპეციალისტის თანამდებობები.

ფოთის მერიაში რადიო "ათინათს" უთხრეს, რომ აღნიშნულ პოზიციებზე მყოფი პირებიდან ერთი გარდაიცვალა, მეორემ კი პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

ამავე ინფორმაციით, სპეციალისტების პოსტები, დაახლოებით, ერთი თვეა, ვაკანტურია.

ვაკანსია ფოთის მერიამ დღეს გამოაცხადა და განცხადებების მიღება HR.gov.ge-ზე 14 დეკემბრამდე გაგრძელდება.


Print