ახალი ამბები
ზუგდიდში მოსწავლეებს ბულინგის თემაზე ესაუბრნენ (ვიდეო)
კამპანიის "არა ბულინგს" ფარგლებში ზუგდიდის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლები მოსწავლეებს ძალადობისა და ბულინგის მავნე ზეგავლენის შესახებ ესაუბრნენ. რაიონული პროკურორის ლევან სალიას თქმით, ერთი კვირის განმავლობაში ისინი მოზარდებს მიაწვდიან ინფორმაციას თუ რა იწვევს ბულინგს და როგორ უნდა ებრძოლონ მას. უწყების წარმომადგენლებისა და მოსწავლეების შეხვედრა ქალაქის ცენტრალური ბიბლიოთეკასთან არსებულ "ამერიკულ კუთხეში" გაიმართა.
alt
"ამ თემაზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვების აზრი. ჩვენ დღეს ვხვდებით 30-მდე სკოლის მოსწავლეს და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გავიგოთ მათგან მოსაზრებები, თუ როგორ უნდა დავუპირისპირდეთ ბულინგს. ამ თემაზე გვქონდა შეხვედრა გუშინ, ასევე იგეგმება ხვალ საჯარო სკოლებში და რა თქმა უნდა მომავალშიც გაგრძელდება", - აღნიშნა სალიამ.



აღნიშნული კამპანიის მიზანია  არასრულწლოვნებში ბულინგის და ძალადობის წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლება და პრევენცია. ის ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და პროექტ "დიოჯეის"  ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ის საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით ქვეყნის  მასშტაბით 7 ქალაქში მიმდინარეობს.

Print