ახალი ამბები
ზუგდიდის მერია 19 ავტოტრანსპორტის რეცხვისთვის 10 ათას ლარზე მეტს დახარჯავს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ ერთი წლის განმავლობაში მერიის ბალანსზე რიცხული სედანის, მაღალი გამავლობის ჯიპისა და პიკაპის ტიპის ავტომობილების რეცხვის მომსახურებისთვის 10 322 ლარი გამოყო. შესაბამისი ტენდერი მერიამ უკვე გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, გამარჯვებულმა ხელშეკრულების დადებიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ავტომობილების რეცხვა მოთხოვნის შესაბამისად უნდა უზრუნველყოს.

აქვე აღნიშნულია, რომ საკრებულოსთვის გამოყოფილი ორი ავტომობილის რეცხვისთვის (ჯიპისა და სედანისთვის) - 1348, მერიისთვის გამოყოფილი 16 ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის - 7980, სამხედრო გაწვევის, აღრიცხვისა და მობილიზაციის სამსახურისთვის გამოყოფილი ერთი  ჯიპის რეცხვისთვის 994 ლარია გათვალისწინებული.

ტენდერში წინადადებების მიღება 22 დეკემებრს დაიწყება და ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.


Print