რეგიონი
65 წლის ჩხოროწყუელ პედაგოგს მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის 5 წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გარყვნილი ქმედების ჩადენისთვის ბრალდებულ ა(ა)იპ "ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ფეხბურთის ცენტრისა და კომპლექსური სასპორტო სკოლის გაერთიანების" ყოფილ პედაგოგს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. ამავე ცნობით, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტზე ბრალდებული ა.ვ. დამნაშავედ ცნო.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 23 მარტს, ფეხბურთელთა გუნდის მწვრთნელმა - მასწავლებელმა, 65 წლის ა.ვ.-მ არასრულწლოვან მოსწავლე გოგონასთან გარყვნილი ქმედება ჩაიდინა. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (გარყვნილი ქმედება, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამართალდამცველებმა ა.ვ. 2018 წლის 31 მარტს დააკავეს.

ამავე თემაზე:


მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა 

პროკურატურა ზუგდიდის სასამართლოს გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებულისთვის პატიმრობის შეფარდებას თხოვს

სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებული 70 წლის პედაგოგი დაკავებულია

ჩხოროწყუში 70 წლის პედაგოგი მოსწავლეს სავარაუდოდ სექსუალურად ავიწროებდა 


Print