ახალი ამბები
მამუკა წოწერია: მერიაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას ინფორმაციით, ამ დროისთვის მერიის შენობაში, კონკრეტულად კი თენგიზ ქობალიას სამუშაო კაბინეტში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. წოწერიას თქმით, მას სხვა დეტალების შესახებ ინფორმაცია არ აქვს, თუმცა ამბობს, რომ თენგიზ ქობალია შენობაშია.

„არ ვიცი ვინ არის მერე დაკავებული, არ გავცნობივარ დეტალებს. თუმცა ჩემი ინფორმაციით თენგო ქობალიას გაყვანა კაბინეტიდან ჯერ არ მომხდარა“, - ამბობს მამაუკა წოწერია.



სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს ინფორმაციით, თენგო ქობალია და დანაშაულის შეუტყობინებლობისა და ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტებზე დააკავეს.

ამავე თემაზე:

ქობალიას ადვოკატი: საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიმაღებინეს (ვიდეო)

სუს-მა თენგიზ ქობალია დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო დააკავა (ვიდეო)

ზუგდიდის მერიის მაღალჩინოსანი თენგო ქობალია, სავარაუდოდ, დააკავეს
Print