ახალი ამბები
ზუგდიდში მოზარდს ეძებენ
ზუგდიდში, უკვე მეოთხე დღეა, ოჯახი 14 წლის გოგონას ეძებს. დედის ინფორმაციით, მოზარდი სახლიდან დასთან ერთად მაღაზიაში გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს.

„ჩემი შვილები მაღაზიაში გავიდნენ, რომელიც დაიკარგა ის გარეთ ელოდებოდა მეორეს, გარეთ გამოსულს კი არ დახვდა. არაფერი პრობლემა არ ქონდა, არ ვიცი რა შეიძლება მომხდარიყო", - უთხრა რადიო "ათინათს" გაუჩინარებულის დედამ.

მისივე თქმით, ამ წუთებში ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში დაკარგული მოზარდის და იკითხება. 


Print