ახალი ამბები
გაუჩინარებულის დედა: მსგავსი შემთხვევა ადრეც იყო, თუმცა მაშინ ბავშვი მამასთან აღმოჩნდა
ზუგდიდში დაკარგული 14 წლის გოგონას და პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. გაუჩინარებულის დედის ინფორმაციით, მსგავსი შემთხვევა ადრეც იყო, თუმცა მაშინ გოგონა მამასთან აღმოჩნდა.

„ჩემმა მეორე შვილმა გამომძიებლებს მოუყვა რომ ბოლოს ერთად იყვნენ, თვითონ მაღაზიაში შევიდა და და გარეთ ელოდებოდა, თუმცა გამოსულს ის არ დახვდა. მსგავსი შემთხვევა არ გვქონია, თუმცა მაშინ ორი საათით დაიგვიანა და აღმოჩნდა, რომ მამასთან იყო. მამა ახლა ჩვენთანაა. გვინდა, რომ ბავშვი ცოცხალი იყოს, სხვა არაფერი“, - ამბობს დედა.

მშობლები 14 წლის გოგონას მეოთხე დღეა ეძებენ. შს სამინისტროს ინფორმაციით, სამძებრო ღონისძიებებში ჩართულია შესაბამისი სამძებრო ჯგუფი.

შენიშვნა: არასრულწლოვანის ფოტოს რადიო "ათინათი" დედის ნებართვით აქვეყნებს.

ამავე თემაზე:

პოლიცია ზუგდიდში დაკარგულ გოგონას ეძებს


Print