ახალი ამბები
უამინდობის გამო ზუგდიდში საშობაო მსვლელობა არ გაიმართება
ზუგდიდში, დღეს დაგეგმილი ტრადიციული საშობაო მსვლელობა უამინდობის გამო აღარ გაიმართება. ამის შესახებ რადიო "ათინათს" ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მდივანმა მამა დიმიტრი ვეკუამ უთხრა.  "დანარჩენი საშობაო ღონისძიებები, როგორც დაგეგმილი იყო ჩატარდება, თუმცა მსვლელობა არ გაიმართება. მცირე საშობაო ლოცვა ჩატარდება ვლაქერნის ღვთისმშობლისა და მშენებარე ტაძრებშიც", - გვითხრა მამა დიმიტრი ვეკუამ.

ხვალ კი მოსწავლე-ახალგაზრდობის დარბაზში, საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება, სადაც სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადასცემენ საჩუქრებს.
Print