რეგიონი
ზუგდიდის საცხენოსნო კლუბი "ხარება" ბიუჯეტიდან 40 000 ლარით დაფინანსდება
საცხენოსნო კლუბი „ხარება“ მიმდინარე წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გასულ წელთან შედარებით ნაკლებ  დაფინანსებას მიიღებს. ფინანსური დოკუმენტის მიხედვით, "ხარებას", რომელიც წინა წელს 43 000 ლარით ფინანსდებოდა, წელს 40 ათასი ლარი გამოეყო. 

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ "ხარებისთვის" ფინანსური ხელშეწყობის მიზანია  სპორტული ცხენოსნობის მიმდევარი ახალგაზრდებისა და მოყვარულების დაინტერესება სპორტის ამ სახეობით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და მოზარდებისათვის საცხენოსნო სპორტის მეშვეობით პროფილაქტიკურ-სარეაბილიტაციო ღონისძიებების ხელშეწყობა.

საცხენოსნო კლუბი მამა იაკობ ეხვაიამ 2015 წელს დააფუძნა. 

ამავე თემაზე: 

კლუბ „ხარებამ“ ერეკლე მეფის სახელობის დოღში გაიმარჯვა (ფოტო)

ზუგდიდის საცხენოსნო კლუბი საქართველოს ჩემპიონია (ვიდეო)

საცხენოსნო კლუბმა „ხარებამ“ აბაშაში გაიმარჯვა

კლუბ "ხარებას" ცხენოსნების მორიგი წარმატება

პირველი კვიცი საცხენოსნო კლუბ ხარებაში (ვიდეო)

მამა იაკობი: საცხენოსნო კლუბი „ხარება“ ქალაქის საკუთრება უნდა გახდეს (ვიდეო) 

 
Print