ახალი ამბები
წითელას შემთხვევებმა ზუგდიდშიც იმატა
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში წითელას ვირუსთან დაკავშირებით იანვრის თვეში მომართვიანობამ იმატა. ინფორმაციას საავადმყოფოს პრესსამსახური ავრცელებს. საავადმყოფოს ინფექციონისტის ლალი დარახველიძის თქმით, მიმდინარე თვეს ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს სულ 49 ადამიანმა მიმართა.

მისივე ცნობით, ინფექციურში მკურნალობას ამ ეტაპზე 5 პაციენტი განაგრძობს, მათ შორის ერთი ბავშვია. მედიკოსის შეფასებით, ხუთივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით წითელას შემთხვევების რიცხვმა 2019 წელს 300-ს მიაღწია.

Print