რეგიონი
ზუგდიდში დეცენტრალიზაციის საკითხზე მსჯელობა წუთიერი დუმილით დაიწყო
საქართველოს რეგიონებში დეცენტრალიზაციის ეროვნული სტრატეგიის პროექტზე საკონსულტაციო შეხვედრა, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში მიმდინარეობს, წუთიერი დუმილით დაიწყო. შეკრებილებმა თბილისში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს.

დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში წუხელ მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათგან ერთი ბავშვია. ასევე, დაშავდა 8, მათგან 6 მცირეწლოვანია.

მომხდარი ტრაგედიის გამო, 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. ამ დღესთან დაკავშირებით, ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

ამავე თემზე:

თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა

საქართველოში გლოვის დღეა
Print