ახალი ამბები
ზუგდიდში გრიპის სიმპტომებით მამაკაცი გარდაიცვალა
ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გრიპის სიმპტომებით შემოყვანილი პაციენტი, რომელიც მართვით სუნთქვაზე, დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა, დღეს დილით გარდაიცვალა. ამის შესახებ, რადიო "ათინათს"  ჰოსპიტალის კლინიკურმა მენეჯრემა სულხან ორჟონიამ უთხრა.

"ამ დროისთვის ჩვენთან მკურნალობას განაგრძობს 27 პაციენტი, რომელთაგან 5 ბავშვია, ერთის მდგომარეობა მძიმეა და რჩება მართვით სუნთქვაზე", - ამბობს ორჟონია.

რაც შეეხება იმას, ჰქონდა თუ არა ე.წ. ღორის გრიპი გარდაცვლილს, ორჟონიას თქმით, ანალიზები ლაბორატორიული კვლევისთვის გაგზავნილია.

დეკემბერ-იანვარში ე.წ. ღორის გრიპის ვირუსის 13 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან, ორი ადამიანი გარდაიცვალა.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის საავადმყოფოში გრიპის სიმპტომებით მოთავსებული პაციენტების რაოდენობამ იკლო
Print