ახალი ამბები
მერია: ტაქსის მძღოლები მუშაობას კვლავ ზუგდიდის ბაზრის წინ გააგრძელებენ
ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის წინ, სადაც მერიამ ტაქსების დგომა რამდენიმე საათის წინ აკრძალა, მძღოლებმა მუშაობის ნებართვა კვლავ მიიღეს. ამის შესახებ რადიო "ათინათს" მერიის პრესსამსახურში უთხრეს. მათივე  ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება მძღოლებსა და  მერის მოვალეობის შემსრულებელ მაიზერ ნანავას შორის გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.  

„მძღოლები გააგრძელებენ მუშაობას ბაზრის წინ, თუმცა ისე რომ არ მოხდეს მოძრაობის შეფერხება და არ შეიქმნას საცობი. ასევე შემცირდება ტრანსპორტის რაოდენობა და მათ მოძრაობას გააკონტროლებს სატრანსპორტო სამსახური“, - ამბობენ მერიაში.

ზუგდიდის ცენტრალური სუპერმარკეტის წინ განთავსებული ტაქსების სადგომზე მერიის თანამშრომლებმა დღეს შესაბამის ტრაფარეტი აიღეს. მძღოლების თქმით, ისინი აქ, წლებია, მუშაობენ და ადგილის დატოვებას არ აპირებენ. 

ამავე თემაზე:

ტაქსის მძღოლები: ზუგდიდის ბაზრის წინ მუშაობას გვიზღუდავენ (ვიდეო)
Print