ახალი ამბები
ზუგდიდში წითელას შემთხვევები კიდევ უფრო გაიზარდა
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში წითელას ვირუსის შემთხვევებმა იმატა. საავადმყოფოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საავადმყოფოს 34 პაციენტმა მიმართა. რაც შეეხება ბოლო პერიოდის შემთხვევებს, ექიმ-ინფექციონისტ მარინა ქილორავას, თქმით, ერთი თვის განმავლობაში ინფექციურ საავადმყოფოში წითელას სიმპტომებით 95 ადამიანი დარეგისტრირდა.

„ამჟამად სტაციონარულ მკურნალობას წითელას ვირუსზე 8 ადამიანი გადის. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. თითქმის ყოველდღიურად ინფექციური საავადმყოფო  წითელას დიაგნოზით საშუალოდ 8-10 პაციენტს ღებულობს. მათ არ აღენიშნებათ გართულებები. აქედან გამომდინარე, სტაციონარულ მკურნალობას მათგან მხოლოდ გამონაკლისები გადიან. რაც შეეხება აცრებს, საავადმყოფო მომარაგებულია ვაქცინებით და შესაბამისად კეთდება აცრებიც", -თქვა  ქილორავამ.


ამავე თემაზე:

ზუგდიდის ინფექციურ საავამდყოფოში წითელას ვირუსით 8 პაციენტი მკურნალობს
Print