ახალი ამბები
დადიანების სასახლის ეზოში დაზიანებული ქანდაკების აღსადგენად მერიამ 6 ათასამდე ლარი გამოყო
ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის შესასვლელ ჭიშკართან მდგარი კოლხური ქალ-ღვთაების ბრინჯაოს ქანდაკების სარესტავრაციო სამუშაოებისთვის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. დაზიანებული ძეგლის აღსადგენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 5 731 ლარი გამოიყო. გამარჯვებულმა ქანდაკება  ხელშეკრულების დადებიდან 40 დღეში უნდა აღადგინოს. ტენდერში წინადადებების მიღება ორიდან ხუთ თებერვლამდეა შესაძლებელი.

ზუგდიდში ქალ- ღვთაების ბრინჯაოს ქანდაკება გასული წლის მაისში დააზიანეს და კვარცხლბეკიდან ჩამოაგდეს. საქმეზე გამოძიება 87-ე ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით დაიწყო.

ამავე თემაზე:
დადიანების მუზეუმის ეზოში ბრინჯაოს ქანდაკება დააზიანეს

ზუგდიდის მერია: დაზიანებულ ბრინჯაოს ქანდაკებას აღვადგენთ
Print