ახალი ამბები
თენგიზ ჯგუშია: თუ „ქართული ოცნება“ ზუგდიდში მერობის კანდიდატს წარადგენს, კენჭს ვიყრი (ვიდეო)
სამოქალაქო მოძრაობა „სამეგრელოს ხმის“ ლიდერმა თენგის ჯგუშიამ, შესაძლოა, ზუგდიდის მერობისთვის საკუთარი კანდიდატურა წარადგინოს. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, თუ ზუგდიდში „ქართულ ოცნებას" მერობის კანდიდატი ეყოლება. ამის შესახებ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა, მისივე განმარტებით, მმართველ პარტიას არ აქვს უფლება, რომ ზუგდიდში მერობის კანდიდატი წარადგინოს.



„რამდენიმე თვის უკან "ქართულმა ოცნებამ" ჩაატარა კრიმინალური არჩევნები. შს მინისტრი კონკრეტულად იჯდა ზუგდიდში და მართავდა არჩევნებს კრიმინალურად. ახლა ხელს უშლის ივანიშვილი ანაკლიაში პორტის განვითარებას პირადი ამბიციების გამო. მე მოვუწოდებ "ქართულ ოცნებას", რომ მისცეს ხალხს არჩევანის შესაძლებლობა და არ წარადგინოს ზუგდიდში თავისი კანდიდატი. ივანიშვილი დაგვპირდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებს გაემიჯნებოდა, მაგრამ მენ ვერ შეასრულა დაპირება, ზურაბიშვილი მაინც გაიყვანა. ზუგდიდში მაინც დათმეთ, რომ მოსახლეობამ თავისი კანდიდატი წარადგინოს, ოპოზიციამ ხელისუფლების ზეწოლის გარეშე ხალხთან ერთად შეძლოს ქალაქის ფორმაში მოყვანა. ვემზადებოდი საპარლამენტო არჩევნებისთვის, მზად ვარ, გეგმები შევცვალო“, - ამბობს ჯგუშია.

ზუგდიდის ყოფილმა მერმა ლაშა გოგიმ თანამდებობა გასული წლის სექტემბერში დატოვა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მას დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება. მერის მოვალეობას ამ დრომდე მაიზერ ნანავა ასრულებს. მერის არჩევნები კი 2019 წლის მაისში გაიმართება.
Print